„დინამოს“ ყოფილმა მწვრთნელმა „უოტფორდში“ პირველი ვარჯიში გამართა - ჩემი გამოცდილება, ეს გამარჯვებაა
„დინამოს“ ყოფილმა მწვრთნელმა „უოტფორდში“ პირველი ვარჯიში გამართა - ჩემი გამოცდილება, ეს გამარჯვებაა

„დინამო თბილისის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ინგლისშია და „უოტფორდში“ პირველი ვარჯიში გამართა. ენთუზიაზმით სავსე ესპანელმა კლუბში საქმიანობა ფეხბურთელებთან შეხვედრით დაიწყო.

„გუნდში მოვიდა ტიტულებსა და სახელს მშიერი და ძალზე მგრძნობიარე მწვრთნელი, რომელიც აპირებს დატკბეს გამოწვევით და ისეთ წარმატებას მიაღწიოს, რომელსაც ესპანეთში მოთამაშის რანგში მიაღწია. 40 წლის მუნიოსის პიროვნებამ და მისმა მეგობრულმა საქციელმა პერსონალი გაოცებული დატოვა. მან მწვრთნელის ასისტენტად მუშაობა ესპანეთში დაიწყო, შემდეგ კი „დინამო თბილისში“ წავიდა, სადაც 11 თამაშიდან რვა გამარჯვებით ჩემპიონობას შეუწყო ხელი“, – წერს „უოტფორდის“ ოფიციალური გვერდი.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ინგლისში ვიმყოფები. ეს კარგი შანსია, ძალიან კარგ კლუბში ვიმუშაო. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მოთამაშეები და გულშემატკივრები, რომლებიც გუნდს დიდ მხარდაჭერას უცხადებენ. გულშემატკივრებს ვეუბნები, რომ კლუბისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ. მთავარია, ვიშრომოთ და გავიმარჯვოთ. ერთად დიდი ძალა ვიქნებით“, – განაცხადა ჩისკომ კლუბის ვებ-გვერდთან ინტევრიუში.

„დინამოს“ ყოფილი დამრიგებელი ოცნებობს, რომ „უოტფორდში“ ისეთივე წარმატებას მიაღწიოს, როგორც თავის დროზე „ვალენსიაში“, როდესაც რაფა ბენიტესის ხელმძღვანელობით ლა ლიგა და უეფა-ს თასი მოიგო:

„მსურს ცხოველივით ვიბრძოლო, რომ გავიმარჯვო და მაქსიმუმი გავაკეთო. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები. მათ ნდობა უნდა გამოვუცხადოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მათ დავეხმაროთ. მე ვიცი რას ნიშნავს იყო გულშემატკივარი, მოთამაშე და ახლა მწვრთნელი. მე ვიცი ყველა ვითარება და ვიცი, რა გვჭირდება”.

მან ქართული გამოცდილებაც ახსენა და იმ გულშემატკივრებსაც უპასუხა, რომლებიც მის გამოცდილებაზე აგდებულად ლაპარაკობდა:

„ჩემი გამოცდილება – ეს გამარჯვებაა. მთელი ცხოვრება ვიყავი გამარჯვებული და ჩემი სათამაშო კარიერის განმავლობაში ყველაფერი მოვიგე. არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან ადამიანები ჩემი გამოცდილების შესახებ. ზოგისთვის გამოცდილება გამარჯვებაა. ზოგს კი 10-წლიანი გამოცდილება აქვს და არაფერი მოუგია. მაშინაც კი, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ჩემი როლი მწვრთნელად წარმომედგინა. მქონდა ბლოკნოტი, სადაც ყველაფერს ვინიშნავდი. ყოველთვის ვმუშაობდი, მწვრთნელი რომ გავმხდარიყავი. წარსულიდან მომავლისთვის ყველაფერი საუკეთესო ავიღე და ჩემს წიგნში ჩავწერე”.