„დინამოს“ ყოფილი ლეგიონერი - ქართველები ნიჭიერი ერია, მაგრამ ხელს სიზარმაცე უშლით
„დინამოს“ ყოფილი ლეგიონერი - ქართველები ნიჭიერი ერია, მაგრამ ხელს სიზარმაცე უშლით

დიმიტრი ივანისენიამ გამოცემა „ფუტბოლთან“ თბილისის „დინამოში“ (2018–2019, 49 მატჩი, 6 გოლი) თამაშის პერიოდი გაიხსენა – ლუგანსკის „ზორიას“ და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველის აზრით, ქართველებს ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავთ და იმ მიზეზებზე ილაპარაკა, რაც ქართველ ფეხბურთელებს წინსვლაში ხელს უშლის.

„რამდენად განსხვავებულია საქართველოსა და უკრაინის ჩემპიონატები? პირობითად, თუ უკრაინული ლიგიდან „შახტარს“, კიევის „დინამოსა“ და „ზორიასჩამოვაშორებთ, ეს ერთი დონის ჩემპიონატი იქნება?“ – ივანისენიამ პასუხი ჯერ ამ კითხვაზე გასცა.

„საქართველოში უფრო გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ. ფეხბურთელებს ინდივიდუალური თვისებების ჩვენება უფრო მეტად მოსწონთ. პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთ გუნდს დაცვაში დისციპლინა აკლია. ბევრ გუნდს სუსტი დაცვა ჰყავს. უკრაინის ჩემპიონატი გაცილებით ძლიერია: აქ, ფიზიკურად, გუნდები უკეთ არიან მომზადებული და ტემპი გაცილებით მაღალია“ – ამბობს ივანისენია.

თბილისელთა ყოფილმა ნახევარმცველმა ქართველი ფეხბურთელების დადებით და უარყოფით მხარეებზე ილაპარაკა: „ეს ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ერია. მათ ბევრი თვითნაბადი ტალანტი ჰყავთ, რომელთაც ბევრი კარგი სათამაშო თვისება გააჩნიათ – ტექნიკა, სიჩქარე და აგრესიულობა. ერთადერთი, რაც მათ კარგ გუნდებში თამაშში ხელს უშლის, სიზარმაცეა.“