„დინამოს“ ყოფილი ხელმძღვანელები სამტრედიაში იმუშავებენ
„დინამოს“ ყოფილი ხელმძღვანელები სამტრედიაში იმუშავებენ

ლევან ზუხბაია და მიხეილ ხუციშვილი სამტრედიას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარებიან.

ორივე მათგანი თბილისის დინამოში მუშაობდა – ზუხბაიას სასელექციო საქმეები ევალა, ხოლო ხუციშვილი გენერალური დირექტორი გახლდათ. საქართველოს პირველი არხის ცნობით, ახლა ზუხბაია და ხუციშვილი სამტრედიაში უფრო დიდი უფლებებით ისარგებლებენ და კლუბის მართვა დაევალებათ.

ლევან ზუხბაიას და მიხეილ ხუციშვილს სამენეჯერო კომპანია აქვთ. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში სამტრედიას მთავარ მწვრთნელად კახა კაჭარავა დაინიშნა, რომელიც ასევე დინამოში მუშაობდა.