„დინამოს“ წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი - უკლასო ლეგიონერები და მწვრთნელს ხშირი ცვლა (ვიდეო)

ფარერის კუნძულების ჩემპიონ „კლაკსვიკთან“ „დინამო თბილისის“ სამარცხვინო წაგების (1:6) შემდეგ გუნდის წარუმატებლობის მიზეზებზე ბევრი ითქვა.

ბოლო 10 წელიწადში, მას შემდეგ, რაც გუნდში მეპატრონე შეიცვალა, „დინამოში“ 56 ლეგიონერი ჩამოვიდა. მაგრამ მათი უმრავლესობა არავის ახსოვს. მათი 95% აშკარად უკლასო იყო და არათუ იმედებს ვერ ამართლებდა, უბრალოდ, გაოცებას იწვევდა, რომ ჩამოიყვანეს.

ერთ-ერთი მათგანი ის არასტაბილურობაა, რომელიც მწვრთნელთა ხშირი ცვლითაა გამოწვეული – ასე გუნდი დალაგებას ვერ ახერხებს, ვერც – შეთამაშებას, მოთამაშეებს „დინამოს“ ახალ-ახალი მწვრთნელების მოთხოვნებზე გადართვა უჭირთ.

გარდა ამისა, მთავარი მწვრთნელი 16-ჯერ შეიცვალა – ანუ საშუალოდ ნახევარ წელიწადი „დინამოს“ ახალი მწვრთნელი იბარებდა, ცხადია, ევროპის რომელიმე ტურნირის ჯგუფში მოხვედრის იმედად, ჯამში კი გუნდი იქამდე დაეცა, 48-ათასიანი კუნძულის (ნაძალადევში უფრო მეტი მოსახლეა) ჩემპიონთან 1:6 წააგო.

 

„დინამოს“ მწვრთნელები 2009-2020

2009–2011 კახა კაჭარავა

2011–2012 ალექს გარსია

2012–2012 გიორგი დევდარიანი

2012 ნესტორ მუმლაძე

2012–2013 დუშან უჰრინი უმცროსი

2013–2014 მალხაზ ჟვანია

2014 მიხალ ბილეკი

2014–2015 კახა გოგიჩაიშვილი

2015–2016 გია გეგუჩაძე

2016 იურაი იარაბეკი

2016–2017 ვიაჩესლავ გროზნი

2017–2018 კახა კაჭარავა

2018–2019 ზაურ სვანაძე

2019 ფელის ვისენტე

2019–2020 კახა ჩხეტიანი

2020– ჩისკო მუნიოსი

დატოვე კომენტარი