„დინამოს“ მწვრთნელმა ბელეკში, შეკრებაზე 16 წლის თავდამსხმელი წაიყვანა, სხირტლაძე წავიდა, ხარაბაძე დაშავდა
„დინამოს“ მწვრთნელმა ბელეკში, შეკრებაზე 16 წლის თავდამსხმელი წაიყვანა, სხირტლაძე წავიდა, ხარაბაძე დაშავდა

„დინამო თბილისი“ ახალი სეზონისთვის მზადების მეორე ეტაპს თურქეთში გაივლის. გუნდი უკვე ბელეკშია და პირველ ვარჯიშსაც გამართავს.

გიორგი ნემსაძემ შეკრებაზე 25 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე.

მცველები: თორნიკე ძოწენიძე, ფაბიან სპორკსლეიდი, საიმონ ბენიო, ნოდარ იაშვილი, ვიქტორ მონხილი, საბა ხვადაგიანი, დავით კობოური.

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ბაქარ ქარდავა, გიორგი კუცია, ლუკა გაგნიძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე. აკაკი შულაია, ფილიპ ორშულა, ლევან წოწონავა.

თავადმსხმელები: კარლოს კასტრო, ზორან მარუშიჩი, გიორგი გაბედავა, თორნიკე ახვლედიანი, ჯადული იობაშვილი.

გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ლევან ხარაბაძემ ბოლო ვარჯიშზე მხარი დაიზიანა და მკურნალობას თბილისში განაგრძობს, გუნდს მოგვიანებით შეუერთდება. „დინამო“ დატოვა ირაკლი ბუღრიძემ. ფლანგის შემტევი ტრანსფერის შედეგად გორის „დილაში“ გააგრძელებს კარიერას.

„დინამო” ასევე დაემშვიდობა პერნამბუკუს და დავით სხირტლაძეს, მათ დედაქალაქურ გუნდთან კონტრაქტი ამოეწურათ. შეკრებაზე კი 16 წლის ჯადული იობაშვილი წაიყვანეს, რომელიც „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი ნიჭიერი თავდამსხმელია.

დედაქალაქელებმა თურქულ შეკრებაზე რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა დაგეგმეს. პირველ სპარინგს გიორგი ნემსაძის გუნდი 23 იანვარს სერბულ „რადნიკთან“ გამართავს.