„დინამოს“ მტკივნეული მარცხი - „ლოკომოტივმა“ საჩემპიონო ბრძოლაში ბათუმელთა საქმე გააკეთა (ვიდეო)
„დინამოს“ მტკივნეული მარცხი - „ლოკომოტივმა“ საჩემპიონო ბრძოლაში ბათუმელთა საქმე გააკეთა (ვიდეო)

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის პირველი სათამაშო დღე სენსაციური შედეგით დასრულდა – გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა თბილისის „დინამომ“ „ლოკომოტივი“ მიიღო და დამარცხდა.

„დინამო-არენაზე“ გამართული თბილისური დერბი მასპინძლებმა დამაჯერებლად ვერ ჩაატარეს, „ლოკომოტოვმა“ კი უფრო მეტი რეალური მომენტი შექმნა და ამით 90+4 წუთზე ისარგებლა. მასპინძლებმა მთელი გუნდით შეუტიეს, დაცვაში კი ყურადღება ძალიან მოადუნეს და სტუმართა სწრაფი შეტევა დავით ჯიქიამ კარგი გადაცემით საჯარიმოში თორნიკე კირკიტაძეს გაუგრძელა, რომელმაც შანსი გოლად აქცია და „ლოკომოტივმა“ 0:1 მოიგო.

31 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ 43 ქულით მეოთხეზეა და ქუთაისის „ტორპედოს“ (40 ქულა) გაუსწრო, „დინამომ“ (62) კი საჩემპიონო ბრძოლაში დიდი დარტყმა მიიღო და დაკარგა შანსი, გაესწრო ბათუმის „დინამოსთვის“ (62 აულა), რომელიც ხვალ გორში „დილას“ ხვდება და ქულის მოპოვებითაც ერთპიროვნული ლიდერი გახდება.

„დინამო“ თბ – „ლოკომოტივი“ 0:1

19.10. 2019. თბილისი. „დინამო არენა“

გოლები: 0:1 თ. კირკიტაძე (90+4. ჯიქიას პასით)

„დინამო“ თბ: პერალესი – იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო (61. რუხაია) – პაპავა, ნინუა – კუტალია, ზარია (მჭედლიძე), დაფე (61. კუხიანიძე) – კარიკარი

მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე

„ლოკომოტივი“: ბულისკერია – გაბაძე, ნ. ჭანტურია, გურეშიძე, უბილავა – გვალია, შონია – დ. კირკიტაძე (89+2. ჯიქია), სამურკასოვი (76. თ. კირკიტაძე), კომახიძე – სიხარულიძე (90+5. შეყილაძე)

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

31-ე ტურის დარჩენილი შეხვედრები კვირას, 20 ოქტომბერს გაიმართება:

ჩიხურა – რუსთავი

15:00. ცენტრალური – ივანწმინდა

ვიტ ჯორჯია – სიონი

17:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი

დილა – დინამო ბთ

19:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი

დატოვე კომენტარი