დინამოს მესამე ფრე
დინამოს მესამე ფრე

თბილისის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი გამართა და ისევ ფრედ დაასრულა. პლოვდივისლოკომოტივისა“ (2:2) და სუბოტიცას „სპარტაკის“ (1:1) შემდეგ თბილისური კლუბი ბოსნიურ „შიროკი ბრიეგს“ დაუპირისპირდა და მეტოქე კვლავ ვერ დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ ხისტად და სანახაობრივად წარიმართა. თბილისელებმა საგოლე მომენტი მატჩის დებიუტშივე შექმნეს, თუმცა ლევან კუტალიამ (ორჯერ) და ლევან შენგელიამ მომენტებით ვერ ისარგებლეს. თავის მხრივ ვერც შიროკი ბრიეგის შემტევებმა ივარგეს. ტაიმის ბოლოს ბოსნიელთა კარი ლევან კუტალიამ აიღო, მაგრამ მსაჯმა არ ჩაუთვალა.

მეორე ნახევარში დინამოელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ანგარიშის გახსნის არაერთი შანსი ჰქონდათ – ლევან შენგელიას, გიორგი კუხიანიძეს, ფრან კარბიას, მაგრამ მიზანს ვერავინ მიაღწია და საბოლოოდ, მატჩიც 0:0 დასრულდა.

დინამო 0:0 შიროკი ბრიეგი

დინამო: სიკაჩი, რუხაია, მონხილი (კობოური 75), მეჯუბი (ძოწენიძე 78’), იაშვილი (გაბიტაშვილი 83), ივანისენია (ნინუა 68), ზარია (პაპავა 46), შულაია (კარბია 50), კუხიანიძე (ქარდავა 61), შენგელია (ერგემლიძე 70),
კუტალია