„დინამოს“ მეკარეს ოპერაცია ჩაუტარდა - სიკაჩი სულ მცირე, ნახევარი წელი დაისვენებს
„დინამოს“ მეკარეს ოპერაცია ჩაუტარდა - სიკაჩი სულ მცირე, ნახევარი წელი დაისვენებს

თბილისის „დინამოს“ მეკარის სტეპან სიკაჩის ოპერაციამ ანკარაში წარმატებით ჩაიარა. ფეხბურთელი რამდენიმე დღეში დაბრუნდება და რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს.

თბილისური გუნდის მოლდოველი გოლკიპერი თბილისის „ლოკომოტივთან“ 16 მაისის შეხვედრისას დაშავდა. სიკაჩი მასთან პირისპირ დარჩენილ მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან გადაფარებას აპირებდა და მოედანზე მოულოდნელად წაიქცა, რაც „დინამოს“ კარში გოლის მიზეზი გახდა.

მეკარე სასწრაფოდ შეცვალეს და მოედანი საკაცის დახმარებით დატოვა. როგორც გაირკვა, სიკაჩმა სერიოზული ტრავმა მიიღო, მან წინა ჯვარედინი იოგი დაიზიანა და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ბოლო ინფორმაციით, გამოცდილი მეკარე „დინამოს“ სულ მცირე, ნახევარი წელი მაინც ვერ დაეხმარება.