„დინამოს“ მატჩს ალბანელებთან ესტონელები განსჯიან
„დინამოს“ მატჩს ალბანელებთან ესტონელები განსჯიან

„დინამო თბილისი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას თბილისში გამართავს. თბილისური გუნდი ალბანურ „ტირანას“ „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.

ცნობილი გახდა, რომ უეფა-მ შეხვედრაზე ესტონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება – მთავარი არბიტრი 40 წლის როომერ ტარაევი იქნება. მას ასისტენტობას ნეემე ნეემლაიდი და სანდერ საგა გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კარლს კოპელი იქნება.

„დინამო თბილისი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას ალბანურ „ტირანასთან“ 19 აგვისტოს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.