„დინამოს“ „ინტერის“ ყოფილი თავდამსხმელი და მონტენეგროელი ფეხბურთელი შეუერთდნენ
„დინამოს“ „ინტერის“ ყოფილი თავდამსხმელი და მონტენეგროელი ფეხბურთელი შეუერთდნენ
„დინამო თბილისი“ ზამთრის შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ლარაშია – დინამოელებმა შეკრების მეორე დღეს ორჯერადი ვარჯიში ჩაატარეს.
 
გუნდთან ერთად ვარჯიშობს ირაკლი ბუღრიძე, რომელიც ბელგიური „ბეერსჰოტიდან” წამოვიდა და თბილისურ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.
გუნდს სინჯებზე ორი ფეხბურთელი შეუერთდა – 23 წლის გვინეელი ფლანგის შემტევი გასტონ კამარა და მონტენეგროელი 26 წლის ცენტრალური მცველი იგორ ჩუკოვიჩი.
კამარა 2014-2018 წლებში იტალიური გრანდის, მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი იყო, მაგრამ გუნდში მხოლიდ ორი მატჩი ჩაატარა, ძირითადი დრო იჯარით გაატარა „ბარიში“, „ბრეშიაში“, „მოდენაში“, „ჟილ ვისენტეში“, ბოლოს კამარა პორტუგალიურ „ლეიშოინშში“ გამოდიოდა. „ინტერში” თამაში მშვენიერი განაცხადია, მაგრამ ბოლო ხუთ წელიწადში მან სულ ორი გოლი გაიტანა.
ჩუკოვიჩი მონტენეგროს ნაკრებში ნათამაშები საყრდენი ნახევარმცველია, რომელიც ბოლოს „სუტესკას“ ღირსებას იცავდა. მის შემადგენლობაში 2013 და 2014 წლებში ქვეყნის ჩემპიონი გახდა.