„დინამოს“ გულშემატკივრები - თუ ეს საზღვრის დარღვევაა, მაშინ ჩვენ ყველანი პატიმრები ვართ
„დინამოს“ გულშემატკივრები - თუ ეს საზღვრის დარღვევაა, მაშინ ჩვენ ყველანი პატიმრები ვართ
თბილისის „დინამოს“ გულშემატკივართა ჯგუფმა ეროვნულ ლიგაში „ვიტ ჯორჯიასთან“ შეხვედრისას ტრიბუნაზე ბანერი გამოფინა.
 
თბილისელთა გულშემატკივრებმა სოლიდარობა გამუცხადეს ცნობილი ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს.
„თუ საკუთარ მიწაზე სიარული საზღვრის დარღვევაა, მაშინ ჩვენ ყველანი პატიმრები ვართ“ – ეწერა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ძალების მიერ დაპატიმრებული ექიმის მხარდასაჭერ ბანერზე.
სამ კვირაზე მეტია, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმს ტვეობაში ჰყავს. ცნობილ ექიმს საფეხბურთო სამყაროში კარგად იცნობენ და აფასებენ, რადგან ტრავმატოლოგის თანამედროვე მეთოდი დანერგა და სპორტსმენები მოედანზე ადრე ახერხებდნენ დაბრუნებას. ვაჟა გაფრინდაშვილის პაციენტები არა მხოლდო ქართველი სპორტსმენები, არამედ უცხოელებიც იყვნენ – მათ შორის, ვლადიკავკაზის “ალანიას” ფეხბურთელები.