„დინამოს“ გენერალური დირექტორი - ნინუათი გერმანული და იტალიური კლუბები დაინტერესდნენ
„დინამოს“ გენერალური დირექტორი - ნინუათი გერმანული და იტალიური კლუბები დაინტერესდნენ
თბილისის „დინამოს“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ არ დამალა, რომ გუნდის ნახევარმცველს, ნიკა ნინუას ევროპული კლუბები იწვევენ.
 
„ნიკა ნინუას მიმართ ევროპულ კლუბებს ინტერესი ნამდვილად გააჩნიათ. გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ, რომ მის მომავალს და პროგრესს წაადგეს. მთხოვნელები კი ბევრი არიან, მათ შორის გერმანული და იტალიური კლუბები. თუმცა, ასე ვიტყოდი – ეს არის ინტერესი და არა კონკრეტული შემოთავაზება“ – ამბობს ზაზა დოლიძე.
მან „დინამოს“ თავდამსმხელის, ლევან კუტალიას შესახებაც ილაპარაკა, რომელიც 20 გოლით დასრულებულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა: „კუტალიას და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა. ახლა ვმუშაობთ, რომ ხელშეკრულება გავუხანგრძლივოთ“.
ასევე დოლიძემ განაცხადა, რომ თბილისური კლუბი გორის „დილაში“ იჯარით გაშვებულ გიორგი კუციას იბრუნებს: „გიორგის იჯარა დაუსრულდა, დაგვიბრუნდა და იმედია, „დინამოში“ თავს გამოავლენს. ის ნიჭიერი მოთამაშეა და გვჯერა, კარგი მომავალი ექნება“.