„დინამოს“ ფეხბურთელებმა გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
„დინამოს“ ფეხბურთელებმა გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირთა ხსოვნას პატივი „დინამო თბილისის“ ფეხბურთელებმა მიაგეს.

საქართველოს ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ერთად მივიდნენ და აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირთა მემორიალთან გვირგვინი მიიტანეს. მოთამაშეებთან ერთად „დინამოს“ პრეზიდენტი რომან ფიფია იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ „დინამოს“ გულშემატკივრებს სტადიონზე გამოფენილი აქვთ ბანერი წარწერით – „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!“ და „დიდება გმირებს“.