„დინამოს“ და ელიგის ბომბარდირს, მარუშიჩს ყაზახეთში იწვევენ - თბილისელები ბელარუს თავდამსხმელს იმატებენ #1TVSPORT
„დინამოს“ და ელიგის ბომბარდირს, მარუშიჩს ყაზახეთში იწვევენ - თბილისელები ბელარუს თავდამსხმელს იმატებენ #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირმა ზორან მარიშიჩმა, შესაძლოა, კარიერა ყაზახეთში განაგრძოს – ინფორმაციას Meta-ratings ავრცელებს.

„სერბი ფორვარდი ზორან მარუშიჩი, რომელიც „დინამო თბილისში“ თამაშობდა, ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში“, შესაძლოა, ყაზახეთის ჩემპიონატის პრემიერლიგის ერთ-ერთ გუნდს შეუერთდეს“ – იუწყება Meta-ratings.kz.

გავრცელებულ ცნობაში „დინამოს“ თავდამსხმელით დაინტერესებული კლუბებია დაკონკრეტებული.

„ფეხბურთელის აგენტებმა წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს ყარაღანდის „შახტართან“, „თურანთან“, „ატირაუთან“ და „აქტობესთან“, – ამტკიცებს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზამთარში მარუსიჩთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს „ატირაუ“ იყო, მაგრამ სერბმა ამ ვარიანტს „თბილისის დინამო“ არჩია.

საქართველოს ჩემპიონატში ზორან მარუშიჩმა 26 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. მაღალი შედეგიანობა თავდამსხმელს ბომბარდირთა რბოლის მოგებაში დაეხმარა.

ამ ცნობის პარალელურად, გაირკვა, რომ დინამოელები ბელარუსის ნაკრების და „ტორპედოს“ თავდამსხმელის დმიტრი ანტილევსკის დამატებას და მასთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ. მას ბელარუსის ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული.