„დინამოს“ ბაზას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ #1TVSPORT
„დინამოს“ ბაზას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ #1TVSPORT

„დინამო თბილისს“, რომელიც ესტონურ „პაიდესთან“ გასამართი მატჩისთვის აქტიურად ემზადება, საწვრთნელ ბაზაზე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენი გუნდის ახალგაზრდა გულშემატკივრებმა ბაზის ტერიტორია დაათვალიერეს, დინამოს ისტორიას გაეცნენ და ფეხბურთელებს პირადად შეხვდნენ“, – წერია „დინამოს“ გავრცელებულ ცნობაში.

„დინამო“ კონფერენციის ლიგაზე გამოსვლისთვის ემზადება, სადაც პირველ მატჩში „პაიდეს“ უმასპინძლებს. ესტონეთის წარმოამდგენელთან საქართველოს ვიცე-ჩემპიონის შეხვედრაზე ონლაინ ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე უკვე დაიწყო. ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია. მატჩის დღეს სალაროები 10:00 საათიდან იმუშავებს.

სკოლის მოსწავლეებმა უფასო ბილეთის მისაღებად სალაროში უნდა წარმოადგინონ sCool Card და პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი მოწმობა (ან პირადობა, ან პასპორტი, ან დაბადების მოწმობა) და მათთვის წინასწარ გამოყოფილ, აღმოსავლეთ ტრიბუნის 26-ე სექტორში განთავსდებიან.