„დინამოს“ ბაქოში მოლდოველები განსჯიან #1TVSPORT
„დინამოს“ ბაქოში მოლდოველები განსჯიან #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც ბაქოში „ნეფთჩისთან“ გამართავს.

ცნობილი გახდა, რომ უეფა-მ მატჩზე მოლდოველ მსაჯთა ბრიგადა დანიშნა – მთავარი არბიტრი დუმიტრი მუნტეანი გახლავთ. მას ასისტენტობას ვლად ლიფჩუ და ვადიმ ვიკოლი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი გაბრიელ ტუპიჩიკა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, რომელიც „დინამო არენაზე“ 7 ივლისს გაიმართა, „დინამო თბილისმა“ დიდი უპირატესობის მიუხედავად, ბაქოს „ნეფთჩისთან“ 1:2 წააგო.

„დინამო თბილისი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას ბაქოში 14 ივლისს გამართავს. თბილისური გუნდი ბაქოს „ნეფთჩის“ „ბაქსელ არენაზე“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის კლუბებს საშინაო მატჩებზე გულშემატკივრების დასწრების უფლება მისცეს, – ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციამ გაავრცელა.