„დინამომ“ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა – ბათუმელები მეორეზე დაწინაურდნენ
„დინამომ“ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა – ბათუმელები მეორეზე დაწინაურდნენ

ბათუმის „დინამომ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და საკმაოდ რთულ დაპირისპირებაში ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩი მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო და 35-ე წუთზე ანგარიში ეფექტური კომბინაციის შემდეგ ჯოვინო ფლამარიონმა თავისივე დაწყებული შეტევა დააგვირგვინა და სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა – 1:0.

ქუთაისის „ტორპედო“ მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდა და რამდენჯერმე წონასწორობის აღდგენა შეეძლო, მაგრამ ბათუმელთა მეკარე მიხეილ ალავიძემ თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.

გეგუჩაძის გუნდმა კი უპირატესობის გაზრდა შეძლო. 88-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ვაგნერ გონსალევშის დარტყმული მცველმა მოიგერია, გია მანჯგალაძემ კი დამატებაზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა -2:0.

ბათუმის „დინამომ“ საწყისი ოთხი ფრის შემდეგ მდგომარეობა გაიუმჯობესა და ლიდერებს მიუახლოვდა. გეგუჩაძის გაწვრთნილებმა საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში პირველად მოიგეს, ზედიზედ მეორე გაიმარჯვეს და 10 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაწინაურდნენ. ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ ხუთი ქულით მერვე პოზიციაზეა.