„დინამომ“ „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა, ხვალ ერთი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართება
„დინამომ“ „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა, ხვალ ერთი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართება

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27-ე ტური „მიხეილ ემსხი 2“-ზე გამართული მატჩით დასრულდა – აუტსაიდერმა „ვიტ ჯორჯიამ“ მეორეადგილოსან თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

დინამოელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს: მე-11 წუთზე მასპინძელთა კარი ლევან კუტალიამ პენალტით აიღო და ბომბარდირთა დავაში 15 გოლით დაწინაურდა. სტუმართა უპირატესობა მეორე ტაიმში ჯერ შორეული დარტყმით ნოდარ ქავთარაძემ (50) გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი ნიკა ნინუამ (60) არანაკლებ ეფექტური „მაკრატელით“ დააფიქსირა და „დინამომ“ 0:3 გაიმარჯვა.

27 ტურის შემდეგ ლიდერობს ბათუმის „დინამო“ (55), რომელსაც თბილისის „დინამო“ ქულით ჩამორჩება, მესამეზე „საბურთალოა“ (50). რაც შეეხებათ აუტსაიდერებს, მე-8 ადგილზე გორის „დილაა“, მას მოყვება ბოლნისის „სიონი“ (27), ბოლო, მეათე ადგილზე კი „ვიტ ჯორჯიაა“ (17 ქულა).

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 16 სექტემბერს, „მიხეილ მესხი არენაზე“ 22-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართება: მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.