„დინამომ“ უკვე ოფიციალუარდ დაადასტურა - „ასტანასთან“ მატჩამდე გუნდმა აფრიკელი ფეხბურთელები დაიმატა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე „ასტანასთან“ მატჩამდე „დინამო თბილისმა“ ორი ახალწვეულის დამატება ოფიციალურად დაადასტურა.
„მუსა სანგარე და ჯოზეფ იენჯოკი „დინამოში“ ითამაშებენ. კოტდიუვარელი გარემარბი და კამერუნელი ნახევარმცველი გუნდს 2+2 კონტრაქტით შეუერთდნენ.
კოტდ’ივუარელი გარემარბი, 21 წლის მუსა სანგარე საფეხბურთო აკადემია „რაით თუ დრიმის“ აღზრდილია. თამაშობდა დანიური „ნორდშელანდის“ ასაკობრივ და ძირითად გუნდებში, კაუნასის „ჟალგირისსა“ და დანიურ „ნესტვედში“, ბოლოს კი სლოვაკური „პოდბრეზოვას“ ღირსებას იცავდა. კოტდიუვარიელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2+2 ფორმატით გაფორმდა.
რაც შეეხება იოზეფ იენჯოკს, 20 წლის კამერუნელი საყრდენი ნახევარმცველი ადგილობრივი „უნიონ დუალას“ აღზრდილია და იმავე კლუბში გამოდიოდა. კონტრაქტი მასთანაც 2+2 ფორმატით გაფორმდა. იენჯოკს კამერუნის 20 და 23-წლამდელთა ნაკრებში სამ-სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული. კამერუნელი ფეხბურთელი „დინამო თბილისში“ სკაუტინგ კომპანია Nordensa-ს დახმარებით გადმოვიდა.
„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას „ასტანასთან“ 12 ივლისს ყაზახეთში გამართავს, ხოლო განმეორებით შეხვედრას 19 ივლისს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.