„დინამომ“ უკრაინელებთან მოგება ხელიდან გაუშვა
„დინამომ“ უკრაინელებთან მოგება ხელიდან გაუშვა

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მესამე სპარინგი გამართა – გიორგი ნემსაძის გუნდის მეტოქე უკრაინული პრემიერლიგის კლუბი, კოვალევკას „კოლოსი“ იყო.

ეს გუნდი უკრაინულ პრემიერლიგაში 2019/2020 სეზონიდან ასპარეზობს. კოვალევკა ყველაზე მცირერიცხოვანი ქალაქია, რომელსაც აქამდე უკრაინის უმაღლეს ლიგაში გუნდი ჰყოლია, მაგრამ კლუბმა 2020 წელს ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა და გათამაშების მეორე ეტაპამდე გააღწია – ბერძნულ „არისთან“ 2:1 გამარჯვების შემდეგ, „კოლოსი“ ხორვატიულრიეკასთან“ გასვლაზე 0:2 დამარცხდა. 13 ტურის შემდეგ 18 ქულით კი „კოლოსი“უკრაინის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა.

„დინამო“ უკრაინულ გუნდთან მე-18 წუთზე ნიდერლანდელმა ახალწვეულმა, ფაბიან სპორკსლეიდმა ლევან წოწონავას გადაცემის შემდეგ დააწინაურა. თბილისელები ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ 90+4-ე წუთზე „კოლოსის“ მოთამაშემ, პაველ ორეხოვსკიმ საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.