„დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი სპარინგი წააგო
„დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი სპარინგი წააგო

„თბილისის დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა – გიორგი ნემსაძის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე სერბული „რადნიკი“ იყო.

სავარაუდოდ, გუნდს თორნიკე კაპანაძე დატოვებს, რომელიც თურქულ შეკრებაზე არ არის. მას გარდა არც გიორგი ქიმაძე იყო, რომელიც ჯვარედინი იოგების ტრავმის გამო მკურნალობს.

გიორგი ნემსაძემ „დინამო თბილისი“ 3-5-2 ტაქტიკური სქემით ათამაშა. თბილისელები უპირატესობას ფლობდნენ და გატანის შანსი ჰქონდათ, მაგრამ დავით კობოურის, გიორგი პაპავას და გიორგი კუციას მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. მე-40 წუთზე კი მცველთა უყურადღებობით სერბების შემტევმა ზორან დანოსკიმ ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში გიორგი ნემსაძემ შემადგენლობა მთლიანად შეცვალა და თავის გამოჩენის შანსი ბევრ ახალგაზრდას მისცა. დინამოელები აქტიურობდნენ და უპირატესობა მოიპოვეს. გატანა კარლოს კასტროს, გიორგი მოისწრაფიშვილსა და თორნიკე ახვლედიანს შეეძლოთ, მაგრამ მეტოქის კარი ვერ აიღეს და საბოლოოდ „დინამომ“ 0:1 წააგო.

„დინამო“: კვასხვაძე – მონხილი, ბენიო, კობოური – მექვაბიშვილი, პაპავა – სპორკსლეიდი, კუცია. იაშვილი – მარუჩიში, გაბედავა.

შეცვლაზე: მიგინეიშვილი, ძოწენიძე, ხვადაგიანი, ქარდავა, გაგნიძე, მოისწრაფიშვილი, შულაია, კასტრო, წოწონავა, ორშულა.