„დინამომ“ ტრანსფერები დაადასტურა - თბილისელებმა პაპავა დაიბრუნეს და აბდელ მეჯუბი დაიმატეს
„დინამომ“ ტრანსფერები დაადასტურა - თბილისელებმა პაპავა დაიბრუნეს და აბდელ მეჯუბი დაიმატეს

თბილისის „დინამო“ გამთენიისას თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება. მანამდე კლუბმა ორი ტრანსფერი დაადასტურა.

„დინამოში“ 25 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპავა დაბრუნდა. მან 2011 წელს კარიერა სწორედ თბილისური კლუბის რიგებში დაიწყო და ოთხი სეზონის მანძილზე ორჯერ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ორჯერ საქართველოს თასი აღმართა და ერთხელაც – საქართველოს სუპერთასი. გიორგიმ კარიერა კვიპროსულ „ნეა სალამისში“ გააგრძელა. შემდეგ იყო გორის „დილა“ და „რუსთავი“. გიორგი პაპავამ „დინამოსთან“ ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა

დედაქალაქელთა რიგებს ასევე შეუერთდა 21 წლის მცველი აბდელ მეჯუბი – ალჟირული წარმოშობის ახალგაზრდა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა.მან კარიერა ესპანურ „კასერენიოში“ დაიწყო, შემდეგ „დონ ბენიტოში“ გამოდიოდა, დასრულებული სეზონი კი „გრანადას“ შემადგენლობაში ჩაატარა. ორმაგი მოქალაქეობის მცველმა სექტემბერში ალჟირის 23 წლამდე ნაკრებშიც იასპარეზა. აბდელ მეჯუბი „დინამოში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა.

დატოვე კომენტარი