„დინამომ“ „თელავთან“ მოიგო - თბილისელები ნიდერლანდელ მცველს აკვირდებიან
„დინამომ“ „თელავთან“ მოიგო - თბილისელები ნიდერლანდელ მცველს აკვირდებიან

„დინამო თბილისმა“ სანაკრებო შეკრებით ისარგებლა და დიღმის საწვრთნელ ბაზაზე „თელავთან“ სპარინგ-მატჩი გამართა.

ეს ჩისკო მუნიოსის პირველი მატჩი იყო „დინამოში“ დაბრუნების შემდეგ და მისი ხელმძღვანელობით თბილისელებმა ანგარიშით 4:0 მოიგეს. პირველ ტაიმში ნოდარ ქავთარაძემ დუბლი შეასრულა, მეორე ნახევარში გოლები თორნიკე კაპანაძემ და თორნიკე მორჩილაძემ გაიტანეს.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ „დინამოში“ პოტენციურ ახალწვეულ აკვირდებიან. დაცვის მარჯვენა ფრთაზე პირველ ტაიმში ნიდერლანდელმა როდნი კლოოსტერმა ითამაშა, რომელთან დაკავშირებითაც სამწვრთნელო შტაბი თავის გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალი მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ „დინამოს“ შემადგენლობაში ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. საგულისხმოა, რომ ჩისკო მუნიოსმა თავის გამოჩენის შანსი 17 წლის ფეხბურთელებს – გიგი აბუაშვილსა და საბა ხვადაგიანს მისცა.