თორნიკე მორჩილაძე „დინამო თბილისში“ დაბრუნდა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
22 წლის შემტევ ნახევარმცველსა და კლუბს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. თორნიკემ ბოლო ორი სეზონი ეროვნული ლიგის გუნდის, „თელავის“ შემადგენლობაში გაატარა. მან 47 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. მისი გოლი წლის საუკეთესოდაც აღიარეს.
თორნიკე მორჩილაძე „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, პირველი გუნდის შემადგენლობაში კი 25 მატჩი აქვს ჩატარებული. ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეა. შემტევმა ნახევარმცველმა რამაზ სვანაძის გუნდში 7 მატჩი გამართა.
„დინამო თბილისმა“ მანამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ჯაბა კანკავა დაიმატა და გორის „დილაში“ იჯარით გადასული ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე დაიბრუნა.
ამავე დროს, „დინამო“ ლეგიონერების ნაწილსაც შეელია. გვატემალელი ოსკარ სანტისი სამშობლოში დაბრუნდა. უზბეკურ „ვახშთან“ კონტრაქტი დაუსრულდა ტაჯიკ ნახევარმცველს, ალიშერ შუქუროვს, რომელიც კლუბს დაუბრუნდა – სავარაუდოდ, დროებით.