„დინამო თბილისმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ცნობილია, რომ გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით გუნდი მეორე ეტაპზე შეკრებას თურქეთში გაივლის – თბილისელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა „დინამოს“ მზადების გეგმები და სპარინგ-მატჩების გრაფიკი გამოაქვეყნა.
გიორგი ნემსაძის გუნდი ანტალიაში 20 იანვარს გაემგზავრება და ადგილზე ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს. თბილისელთა ოფიციალურმა ვებგვერდის ცნობით, შეკრებაზე ხუთი სპარინგ-პარტნიორი გარკვეულია, ხოლო ამ სიას სავარაუდოდ კიდევ ორი გუნდი დაემატება.
„დინამოს“ მეტოქეები თურქულ შეკრებაზე:
23 იანვარი – „რადნიკი“ (სერბეთი)
26 იანვარი – „ნაპრედაკი“ (სერბეთი)
29 იანვარი – „კოლოსი“ (უკრაინა)
1 თებერვალი – „დინამო კიევი“ (უკრაინა)
8 თებერვალი – „სოჭი“ (რუსეთი)
პანდემიით გამოწვეული ავიარეისების შეზღუდვის გამო, „დინამო თბილისს“ ჯერ ყველა ლეგიონერი ვერ შემოუერთდება. თუმცა, ეს უახლოეს დღეებში ეტაპობრივად მოხდება.