თბილისის „დინამომ“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა და დიდი შანსი აქვს, რომ ვიცე-ჩემპიონი გახდეს.
„დინამო-არენაზე“ თბილისელებმა ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლეს. ანგარიში აკაკი შულაიამ (25) გახსნა, მერე კი ბუდუ ზივზივაძემ მეტოქის კარი ოთხჯერ (43, 48, 62 და 69 წუთები) აიღო, რასაც ბოლნისელებმა გიორგი დათუნაიშვილისა (29) და გივი ხეცურიანის (45) გოლებით უპასუხეს.
საბოლოოდ, მატჩი „დინამოს“ გამარჯვებით 5:2 დასრულდა. ამ მოგებით 34 ტურის შემდეგ „დინამომ“ 66 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი განიმტკიცა. „სიონი“ კი 31 ქულის ამარა დარჩა, მე-8 ადგილზეა და დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგება სჭირდება, ეროვნულ ლიგაში ადგილი პლეი-აუტის გარეშე რომ შეინარჩუნოს.