„დინამომ" შენგელია ერთი წლით დაიმატა
„დინამომ" შენგელია ერთი წლით დაიმატა

თბილისის „დინამომ” ახალი მოთამაშე დაიმატა, ის 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ლევან შენგელიაა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

შენგელია იყო საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებების წევრი. ეროვნულ ლიგაში უთამაშია გორის „დილაში”, ქუთაისის „ტორპედოსა” და ფოთის „კოლხეთში”.
სამი წლის წინ ბელგიურ „ტუბიცეში” ჩაირიცხა, მაგრამ ამ გუნდში მხოლოდ ორი სეზონი გაატარა – 2017 წლიდან იჯარით სამხრეთ კორეულ „დაჯეონ სიტიზენის” ღირსებას იცავდა.

თბილისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „დინამოსა” და შენგელიას შორის კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა, შენგელია დედაქალაქურ კლუბში 27 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.