„დინამომ“ შეკრება მოგებით დაასრულა
„დინამომ“ შეკრება მოგებით დაასრულა

თბილისის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ბელარუსის გუნდს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

თბილისელებს ბრესტის „დინამოს“ შეხვდა. მატჩი ორივე გუნდმა მაღალ ტემპში დაიწყო. მე- 19 წუთზე ბელორუსთა შეტევისას თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც არტიომ მილევსკიმ შეასრულა, მაგრამ თბილისელთა მეკარე სტეპან სიკაჩმა ბურთი მოიგერია.

ხუთ წუთში პენალტი უკვე ბრესტელთა კარში დაინიშნა, რომელიც ლევან კუტალიამ ზუსტად დაარტყა და „დინამო“ 1:0 დაწინაურდა. ორიოდე წუთში აკაკი შულაია მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა, მეტოქე ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და თბილისელთა უპირატესობა გაზარდა – 2:0. მეტოქემ კი მატჩის მიწურულს მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა და თბილისელებმა ანგარიშით – 2:1 მოიგეს. ამრიგად „დინამოელებმა“ შეკრება გამარჯვებით დაასრულეს და ხვალ სამშობლოში გამოემგზავრებიან.

დინამო თბილისი – დინამო ბრესტი 2:1

გოლი: 1:0 კუტალია ( 25. პ) 2:0 შულაია (27), 2:1 სავიცკი (88)

„დინამო“ თბილისი: სიკაჩი, რუხაია, მეჯუბი, მონხილი, ნოჩე (კობოური 78), ნინუა (პაპავა 58), ივანისენია (ზარია 66), შულაია (ერგემლიძე 70), კუტალია (შენგელია 78), კარბია (ქარდავა 74), როხანო

დატოვე კომენტარი