„დინამომ“ სეზონი „ტორპედოსთან“ მოგებით დაიწყო #1TVSPORT
„დინამომ“ სეზონი „ტორპედოსთან“ მოგებით დაიწყო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართა – „ქართულ კლასიკოში“ „დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა.

ეს შეხვედრა უკრაინის მხარდამჭერი აქციით დაიწყო – თბილისური და ქუთაისური გუნდების მოთამაშეებმა ერთობლივი ფოტო უკრაინის დროშის ფონზე გადაიღეს, რომელზეც ეწერა – Stand with Ukraine (დავდგეთ უკრაინის გვერდით).

შეხვედრა საკმაოდ კარგ ტემპში დაიწყო, თბილისელებმა უპირატესობას სამწუთიან მონაკვეთში მაიღწიეს. 29-ე წუთზე „დინამოს“ პირველი გოლი 20 წლის ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა, 31-ე წუთზე კი ოსეი ბარნსის პასით სტუმართა კარი მეორედ „დინამოს“ უკრაინელმა ლეგიონერმა სტანისლავ ბილენკიმ აიღო.

50-ე წუთზე გატანა ნიკა მალის შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და „ტორპედო“ გადარჩა. თუმცა თბილისელებამ მესამედ გატანა მაინც მოახერხეს. 65-ე წუთზე, გიორგი მოისწრაფიშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ქუთაისელების კარი საიმონ ბენიომ აიღო. 90-ე წუთზე კი უსმანე კამარამაც მოახერხა ახალი გუნდის ფორმით თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:0 „ტორპედოს“ სასარგებლოდ.

საბოლოოდ, „დინამო თბილისმა“ „ქართულ კლასიკოში“ ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა და ეროვნული ლიგის პირველი მატჩი 4:0 მოიგო.