დინამომ საჩემპიონო ქულები დაკარგა
დინამომ საჩემპიონო ქულები დაკარგა

თბილისის „დინამომ“ თბილისის „ლოკომოტივს“ „დინამო-არენაზე“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რომელიც, შესაძლოა, ჩემპიონობის ფასად დაუჯდეს.

კახა კაჭარავას გაწვრთნილები ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტურში, თბილისურ დერბიში, პირველი წუთებიდან აქტიურად თამაშობდნენ, ხოლო „ლოკომოტივი“ შედეგის მიღწევას კონტრშეტევებით ცდილობდა – მომენტები ორივე გუნდმა თანაბრად შექმნა და ვერ ისარგებლეს.

მატჩის მიწურულს „დინამომ“ შეტევა გაამწვავა და ანგარიშის გახსნის რამდენიმე შანსიც ჰქონდა, რომლითაც შემტევებმა ვერ ისარგებლეს. შეტევებით გართულმა „დინამოელებმა“ დაცვა გააშიშვლეს და ბოლო წუთებე მამია გავაშელიშვილის „ლოკომოტივის“ დაწინაურების რეალური შესაძლებლობა მეიცა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილ თავდამსხმელს მცველი გადაეღობა და საბოლოოდ, უგოლო ფრე – 0:0.

ამგვარად, „დინამომ“ 59 ქულა დააგროვა და ლიდერ „საბურთალოს“ (რომელიც დღეს ფოთის „კოლხეთს“ უმასპინლძებს), ოთხი ქულით ჩამორჩება. „ლოკომოტივი“ კი 33 ქულით მეექვსე ადგილზეა და არც სამეულში მოხვედრის შანსი გააჩნია და დიდი ალბათობით, არც გავარდნის საფრთხე ემუქრება.