„დინამომ“ ქავთარაძე დაადასტურა - ექს-ტორპედოელი ქუთაისელთა კონკურენტს დაეხმარება
„დინამომ“ ქავთარაძე დაადასტურა - ექს-ტორპედოელი ქუთაისელთა კონკურენტს დაეხმარება

გავრცელებული ხმები დღეს ოფიციალურად დადასტურდა – თბილისის „დინამომ“ 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე დაიმატა.

24 წლის ქავთარაძე რუსეთში ცხოვრობდა, მოსკოვის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიის გაზრდილი და რუსეთის მოქალაქეა. 2017 წელს საქართველოში დაბრუნდა და თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა. ამის შემდგე კლუბი ორჯერ შეიცვალა – ჯერ გორის „დილაში“ ჩაირიცხა, ბოლოს კი ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა.

ნოდარ ქავთარაძემ „ტორპედოში“ ჩატარებულ 20 შეხვედრაში შვიდჯერ მოახერხა გოლის გატანა. შემტევმა ნახევარმცველმა „დინამოსთან“ კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმა.

დღეს „დინამო“ „სიონს“ სტუმრად, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ეთამაშება. გუნდის ახალწვეული კი უკვე წინასამატჩო განაცხადშია.