„დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა - ხარაიშვილი თბილისურ კლუბში ექვსთვიანი იჯარით ითამაშებს #1TVSPORT
„დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა - ხარაიშვილი თბილისურ კლუბში ექვსთვიანი იჯარით ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი ხარაიშვილის „დინამო თბილისში“ გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა, – ტრანსფერის დეტალების შესახებ თბილისური კლუბის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა.

„გიორგი ხარაიშვილი „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია. 26 წლის ნახევარმცველი თბილისურ კლუბს უნგრული „ფერენცვაროშიდან“ იჯარის წესით შემოურთდა. ამ ეტაპზე კლუბებს შორის შეთანხმება 6 თვის ვადით გაფორმდა“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

ხარაიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია. ამ კლუბის გარდა, ნახევარმცველს უთამაშია შვედურ „გიოტებორგში“ და „ფერენცვაროშში“. გიორგის საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია.

ხარაიშვილს 2017 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იწვევდნენ, რომლის შემადგენლობაშიც ექვსი მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლია.

„დინამო თბილისის“ ცნობით, კლუბის ახალწვეული სავარჯიშო პროცესში დღეს, 21 თებერვლიდან ჩაერთო.