„დინამომ“ მოიგო და ლიდერებს მიუახლოვდა
„დინამომ“ მოიგო და ლიდერებს მიუახლოვდა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-16 ტურში „რუსთავმა“ თბილისის „დინამო“ მიიღო და ბოლოდროინდელი წარმატებული სერიის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

რუსთაველები ეროვნულ ლიგაში თბილისელებს ხუთჯერ შეხვდნენ, ხუთივე მატჩი წააგეს და ეს სამწუხარო ტრადიცია ამჯერადაც ვერ გამოასწორეს. ვარლამ კილასონიას გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა და ამისთვის დაისაჯა. ანგარიში 32-ე წუთზე „დინამოს“ თავდამსხმელმა ლევან კუტალიამ გახსნა.

საგოლე მომენტები მეორე ნახევარშიც ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, შეხვედრა „დინამოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა.

16 ტურის შემდეგ, თბილისელებმა 26 ქულა დააგროვეს, მესამე პოზიციაზე დარჩნენ და ლიდერთა სამეულთან ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო „რუსთავი“ (11 ქულა) ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა.