„დინამომ“ ლიდერობა დაიბრუნა - თბილისელებს აკადემიის აღზრდილმა მოაგებინა #1TVSPORT
„დინამომ“ ლიდერობა დაიბრუნა - თბილისელებს აკადემიის აღზრდილმა მოაგებინა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-11 ტური „დინამო არენაზე“ ქართული კლასიკოთი დასრულდა. „დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 1:0 სძლია.

მოქმედ ჩემპიონ „დინამოს“ ბოლოადგილოსან „ტორპედოსთან“ ძალიან გაუჭირდა და პირველ ტაიმში ვერაფერს მიაღწია, მაგრამ „დინამომ“ მეორე ნახევარში მიზანს მაინც მიაღწია: ლუკა გაგნიძის ზუსტი გადაცემით თბილისელთა აკადემიის აღზრდილმა თორნიკე მორჩილაძემ პირველივე შეხებით გაიტანა 1:0.

ამ მოგებით „დინამო თბილისმა“ 25 ქულა დააგროვა, ისევ გალიდერდა, უკან მოიტოვა ბათუმის „დინამო“ (რომელმაც დღეს ქობულეთის „შუქურა“ 8:1 დაამარცხა და 22 ქულა დააგროვა), ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ 6 ქულით მისთვის შეუფერებელ ბოლო, მე-10 ადგილზეა.


„დინამო“ თბ – „ტორპედო“ 1:0


გოლები: 1:0 მორჩილაძე (65. ლ. გაგნიძის პასით)

29.04. 2021. თბილისი. „დინამო-არენა“.

„დინამო“ თბ: მიგინეიშვილი – მონხილი, პაპავა, კობოური – კუცია (63. მორჩილაძე), ლ. გაგნიძე (87. აბუაშვილი), მექვაბიშვილი, ხარაბაძე – ქარდავა – მარუშიჩი (87. კეიტა), გაბედავა (72. თ. ახვლედიანი)

„ტორპედო“: ჰამზიჩი – ჩალაძე, მირცხულავა (71. ტაბატაძე), ქაფიანიძე, ჩაკვეტაძე, ნადარაია – ძარია (71. უგრეხელიძე), მამასახლისი, რეკიში (78. სალაკუ) – ინკუმი (66. ჩარგეიშვილი), ზიდანი (66. შარვაშიძე)

მთავარი არბიტრი: ა. აფციაური

გაფრთხილებები: სალაკუ (87), თორნიკე მორჩილაძე (90+4)


 

დატოვე კომენტარი