დინამომ კუხიანიძის ტრანსფერი დააადასტურა - ტორპედოს ნახევარმცველმა ერთწლიანი კონტრატქი გააფორმა
დინამომ კუხიანიძის ტრანსფერი დააადასტურა - ტორპედოს ნახევარმცველმა ერთწლიანი კონტრატქი გააფორმა

თბილისის დინამომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი კუხიანიძე დაიმატა.

„ჩვენს კლუბს 26 წლის შემტევი ნახევრმცველი – გიორგი კუხიანიძე შეუერთდა. მან დინამოსთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კუხიანიძემ საფეხბურთო კარიერა ქუთაისის ტორპედოში დაიწყო. ამის შემდეგ ზესტაფონის, შუქურას და ლოკომოტივის რიგებშიც გამოდიოდა. ბოლო ორი სეზონი კი ტორპედოს შემადგენლობაში გაატარა“ – წერს დინამოს ოფიციალური გვერდი.

შესაძლოა, ეს ერთი რიგითი ტრანსფერი ყოფილიყო, რომ არა ერთი ფაქტი – კუხიანიძე დინამოს პრინციპული და ისტიორიული მეტოქის, ქუთაისის ტორპედოს მოთამაშე იყო. სეზონის დასრულების შემდეგ კუხიანიძეს ალბანური კუკესი იწვევდა, რომელიც ქუთაისელებმა ევროპის ლიგაზე დაამარცხეს. მაგრამ კუხიანიძემ დინამოში გადასვლა ამჯობინა. გიორგი თბილისელებთან ერთად ემზადება და 24 იანვარს გუნდს თურქულ შეკრებაზე გაყვება.

შეგახსენებთ, რომ კუხიანიძე მეორე ტორპედოელია, რომელიც ამ სატრანსფერო „ფანჯარაში” თბილისის დინამოში გადავიდა. პირველად თბილისელბმა ლევან კუტალია დაიმატეს.