დინამომ კუცია დროებით დილაში გაუშვა
დინამომ კუცია დროებით დილაში გაუშვა

გიორგი კუცია კარიერას დროებით გორის დილაში გააგრელებს. ეს ინფორმაცია პირველ არხს თბილისურ კლუბში დაუდასტურეს.

კუციას ტრანსფერი დინამოს ეკუთვნის და მასთან შელევას არ აპირებენ. მაგრამ 20 წლის საყრდენ ნახევარმცველს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ჰქონდა და გორში სწორედ ამის იმედად მიდის. კუცია დილაში იჯარით ითამაშებს.

თბილისის დინამოს მოთამაშე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია და ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2017 წელს, საქართველოში გამართული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გახლდთ,

გიორგი თბილისის დინამოს ძირითად შემადგენლობაში 2016 წელს დააწინაურეს – მას შემდეგ თეთრ-ლურჯი ფორმით 49 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.