„დინამომ“ კეიტა დაიმატა - ახალწვეულებმა ნომრები მიიღეს
„დინამომ“ კეიტა დაიმატა - ახალწვეულებმა ნომრები მიიღეს

ახალ ჩემპიონატს „დინამო თბილისი“ ექვსი ახალწვეულით და ახალი სათამაშო ფორმით ხვდება. გუნდმა ახალწვეულები წარადგინა და მუდმივნომრიანი მაისურები დაურიგა.

ლევან წოწონავა – 7

მილან რადინი – 8

ეკუ კეიტა – 20

ფაბიან სპორქსლედე – 22

კარლოს კასტრო – 28

ზორან მარუშიჩი – 32

გუნდის ბოლო ახალწვეული სეკუ კეიტა გახდა. „დინამოს“ 26 წლის გვინეელი ფორვარდი ახლახანს შეემატა. ცენტრალური თავდამსხმელი გვინეის ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის ფორმით 7 მატჩი ჩაატარა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, სეკუ კეიტამ „დინამოსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კეიტა მადრიდის „ატლეტიკო B“-ში, საფრანგეთის ლიგა 2- ის რამდენიმე კლუბში, კვიპროსულ „ერმისსა“ და ლუქსემბურგის „დუდელანჟში“ ირიცხებოდა, ბოლოს ქუვეითური „ალ არაბის“ შემადგენლობაში გამოდიოდა.