„დინამომ“ კაცნაკლულ მეტოქეს ვერ მოუგო - „ჩიხურა“ წაუგებელ სერიას აგრძელებს
„დინამომ“ კაცნაკლულ მეტოქეს ვერ მოუგო - „ჩიხურა“ წაუგებელ სერიას აგრძელებს

საჩხერეს „ჩიხურამ“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრის პირველი ტაიმი უფერული გამოდგა. მთავარი ამბები მეორე ნახევარში მოხდა. 56-ე წუთზე საჩხერელები მცველმა, ირაკლი კამლაძემ დააწინაურა. თუმცა, მე-80 წუთზე „დინამოელმა“ ლევან კუტალიამ წონასწორობა აღადგინა.

სამ წუთში საჩხერელები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, მთავარმა მსაჯმა რეზო ჩიტეიშვილს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა. „დინამოელებმა“ რიცხვობრივი უპირატესობით 90+2-ე წუთზე ისარგებლეს: ირაკლი აზაროვის ჩაწოდებული ბურთი თავით კარში გუჯა რუხაიამ გააგზავნა და „დინამო“ დაწინაურდა 1:2.

კაცნაკლულმა„ჩიხურამ“ ქულის გადარჩენა მაინც მოახერხა. არბიტრმა 90+4-ე წუთზე თბილისელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი კორიფაძემ უნაკლოდ შეასრულა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

თბილისის „დინამომ“ 17 ქულა დააგროვა და ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირების შანსი ხელიდან გაუშვა, ხოლო „ჩიხურა“, რომელიც ზედიზედ მეცხრე შეხვედრაა, არ აგებს, 14 ქულით მეხუთე ადგილზეა.