„დინამომ“ იჯარით კიდევ ორი მოთამაშე გაუშვა
„დინამომ“ იჯარით კიდევ ორი მოთამაშე გაუშვა

ესპანელ გოლკიპერ ხოსე პერალესისა და მცველ ნიკა სანდოხაძის გარდა, თბილისის „დინამო“ კიდევ ორმა მოთამაშემ დატოვა, მაგრამ დროებით – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ნიკა სანდოხაძის მსგავსად, რომელიც იჯარით თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა, ასეთივე გარიგების წესით გუნდმა კიდევ ორი მოთამაშე გაუშვა,  ნახევარმცველები – გიორგი მოისწრაფიშვილი და არფან დაფე.

არფან დაფეს ამბავი ცნობილი იყო. 28 წლის სენეგალელი შემტევი ნახევარმცველი სეზონს იჯარის წესით „სამტრედიაში“ გააგრძელებს.

რაც შეეხება გიორგი მოისწრაფიშვილს, 18 წლის ნახევარმცველი „დინამოში“ ირიცხებოდა, მაგრამ მთავარ გუნდში თამაში არ ჩაუტარებია. ის სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, ასევე იჯარის წესით წავიდა და ეროვნული ლიგის დებიუტანტ „თელავში“ დეკემბრამდე ითამაშებს.