„დინამომ“ გვიშიანს კონტრაქტი გაუხანგრძლივა #1TVSPORT
„დინამომ“ გვიშიანს კონტრაქტი გაუხანგრძლივა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ კონტრაქტი კიდევ ერთ მოთამაშესთან, ახალგაზრდა გიორგი გვიშიანთან გაახანგრძლივა – ინფორმაციას თბილისური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე „დინამო თბილისმა“ კიდევ ერთ მოთამაშესთან მიაღწია შეთანხმებას. ახალგაზრდა მარჯვენა ფლანგელმა, გიორგი გვიშიანმა თბილისურ კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გააგრძელა“, – წერია თბილისელთა განცხადებაში.

დინამომდე​გიორგი გვიშიანი თბილისის „საბურთალოს“ აკადემიაში თამაშობდა, „დინამოს“ აკადემიას 2020 წელს შეუერთდა, ხოლო 2021 წლის სეზონის მეორე ნახევარი განათხოვრების წესით საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ გაატარა.

გვიშიანს საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში თორმეტი მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე ოთხი გოლია. 19-წლამდე ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ცხრა შეხვედრა ჩაატარა და 2021 წელს გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.