„დინამომ“ გვიშიანი „გაგრადან“ დაიბრუნა - თბილისელებს ლეგიონერები მალე შეუერთდებიან #1TVSPORT
„დინამომ“ გვიშიანი „გაგრადან“ დაიბრუნა - თბილისელებს ლეგიონერები მალე შეუერთდებიან #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, დიღმის ბაზაზე 16 იანვარს საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

გუნდს შეუერთდა ანზორ მექვაბიშვილი, რომელიც ინდივიდუალურად ემზადება. მის მსგავსად სპეციალური პროგრამით ემზადება გიორგი გვიშიანიც, რომელმაც გასული სეზონი იჯარით „გაგრაში“ გაატარა. ახალგაზრდა შემტევი მომავალი სეზონისთვის თბილისურ კლუბში დაბრუნდა და შეკრებას ძირითად გუნდთან ერთად გაივლის.

 

16 იანვარს გამართულ ვარჯიშში მონაწილეობა შემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს:

მეკარეები: დავით კერესელიძე, პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა კუტალაძე.

მცველები: გიორგი მაისურაძე, საიმონ ბენიო, ირაკლი იაკობიძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, სტეფენ ბიტოკი, ლევან ხარაბაძე, სანდრო გაფრინდაშვილი.

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ნოდარ ლომინაძე, დმიტრი ანტილევსკი, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე მორჩილაძე, თორნიკე კირკიტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი გვიშიანი.

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი, გიორგი გაბედავა.

 

„დინამო თბილისს“ ლეგიონერები, ანდრეს პრიეტო, ბარნს ოსეი და ახალწვეული უსმანე კამარა, უახლოეს დღეებში შეუერთდებიან. თბილისური კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას 22 იანვრიდან თურქეთში განაგრძობს.

ბელეკში გამგზავრებამდე „დინამო“ თბილისში ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. კახა ცხადაძის გუნდი 20 იანვარს 14:00 საათზე, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ეროვნული ლიგა 2-ის დებიუტანტს, თბილისის „სპაერს“ უმასპინძლებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით მატჩი დახურული იქნება და მის პირდაპირ რეპორტაჟს დინამო თბილისის YouTube არხი შემოგთავაზებთ.