„დინამომ“ გაბედავას ტრანსფერი დაადასტურა - კონტრაქტი 1,5 წლით გაფორმდა
„დინამომ“ გაბედავას ტრანსფერი დაადასტურა - კონტრაქტი 1,5 წლით გაფორმდა

„დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გუნდში ჩაირიცხა.

„ჩვენი გუნდის რიგებს ეროვნული ლიგის ბოლო წლების საუკეთესო ბომბარდირი გიორგი გაბედავა შეემატა. 30 წლის ფორვარდმა ბოლო სეზონი „საბურთალოში“ გაატარა. გიორგი გაბედავამ „დინამოსთან“ კონტრაქტი 1,5 წლით გააფორმა“ – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

თბილისურმა კლუბმა გაბედავასთან დაკავშირებით სხვა დეტალებიც გაავრცელა: „ფორვარდი კარანტინში იმყოფებოდა. გიორგი დიღმის ბაზაზე რეკომენდაციების სრული დაცვით, გუნდისგან იზოლირებულად ცხოვრობს და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ კი ტესტირება
განმეორებით ჩაუტარდება და გუნდს მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდება“.

30 წლის ფორვარდი სხვადასხვა დროს უთამაშია „გაგრაში“, „მარიუპოლში“, ზუგდიდის „ბაიაში“, „სამტრედიაში“, ბათუმის „დინამოში“, საჩხერის „ჩიხურასა“ და სოსნოვიეცის „ზაგლებიეში“. 2019 წლის ზაფხულიდან კი „საბურთალოს“ მოთამაშე იყო.