„დინამომ“ ესპანელი მცველი დაიმატა
„დინამომ“ ესპანელი მცველი დაიმატა

თბილისის „დინამომ“ კიდევ ერთი ესპანელი დაიმატა – კლუბის ახალწვეული 26 წლის მარცხენა მცველი სერხიო ნოჩეა.

ნოჩემ საფეხბურთო კარიერა „ალმერიას“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ გამოდიოდა „სიუდად ვიკარიში“, „ელინიში“, „სანტბოიაში“, „არანდინაში“ და “სან ფერნანდოში“.

სერხიო ნოჩემ სამედიცინო შემოწმება გაიარა, „დინამოსთან“ ხელშეკრულება ერთი წლით გააფორმა და თურქეთში მყოფ თანაგუნდელებს შეუერთდა.

დინამოელები ლარაში ხვალ დილითაც ივარჯიშებენ და შეკრების მეორე ეტაპზე ბელეკში გადავლენ.