„დინამომ“ ელიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი დაიმატა - უსმანე კამარამ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამომ“ ელიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი დაიმატა - უსმანე კამარამ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა [ვიდეო] #1TVSPORT

გორის „დილას“ გვინეელი შემტევი უსმანე კამარა „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„დინამო თბილისმა“ უსმანე კამარას გამოსყიდვასთან დაკავშირებით გორის „დილასთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. გვინეელმა შემტევმა დედაქალაქურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

უსმანე კამარამ 2021 წლის სეზონი განათხოვრების წესით გორის „დილაში“ გაატარა. ამ კლუბის მაისურით 40 შეხვედრა ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. „დილასთან“ ერთად კამარამ ეროვნული ლიგის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

სხვადასხვა დროს გვინეელ შემტევს ნორვეგიულ „ვალერანგაში“, შვედურ „ესკელსტუნა სიტიში“, „ესკელსტუნასა“ და მშობლიურ „ატუგაში“ უთამაშია. ​ბოლოს კამარას ტრანსფერი ნორვეგიულ „ვალერანგას“ ეკუთვნოდა, საიდანაც გორის „დილამ“ ტრანსფერი ახლა გამოისყიდა და ფეხბურთელი „დინამოში“ გაუშვა.

რაც შეეხება უსმანე კამარას სანაკრებო კარიერას, 2015 წელს 17-წლამადე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მას გვინეის ნაკრების შემადგენლობში ორი მატჩი აქვს გამართული.

 

საკლუბო კარიერა

2018-19 ესკილსტუნა 46 მატჩი 6 გოლი 5 საგოლე გადაცემა

2019-20 ვალერანგა 10 მატჩი

2020 ვალერანგა II 4 მატჩი

2021 დილა 40 მატჩი 10 გოლი 5 საგოლე გადაცემა

 

სანაკრებო კარიერა

2015 გვინეა U17 2 მატჩი