„დინამომ“ ამხანაგური შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

საფეხბურთო კლუბებმა „დინამო თბილისმა“ და „თელავმა“ სანაკრებო მატჩების გამო, ჩემპიონატში გამოწვეული პაუზით ისარგებლეს და ამხანაგური შეხვედრა ქვეყნის მთავარ საფეხბურთო სტადიონზე, „დინამო-არენაზე” გამართეს.

თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმა ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების გარდა, თითქმის ყველას მისცა შანსი. პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას დინამოელები ფლობდნენ, თუმცა გოლი არ გასულა.

ანგარიში მეორე ტაიმის შუაში გაიხსნა – თბილისელთა ლეგიონერმა ვიკტორ ჯერ პერნამბუკუმ მეტოქის კარი ლამაზი დარტყმით აიღო, ხოლო 72- ე წუთზე კი ასევე ტექნიკური დარტყმით მასპინძელთა უპირატესობა ორამდე აკაკი შულაიამ გაზარდა. „თელავმა“ ერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს გაქვითა – ეს ერთადერთი ბურთი ჰოვიკ პოღოსიანმა გაიტანა და ამხანაგური მატჩი „დინამომ“ 2:1 მოიგო.

დინამო 2-1 თელავი

„დინამო“: მიგინეიშვილი, იაშილი, მონხილი, ხვადაგიანი, ქიმაძე, ქარდავა, კუხიანიძე, ბუღრიძე, პერნამბუკუ, ახვლედიანი, გაბედავა.

შეცვლაზე შევიდნენ: გაგნიძე, ხარაბაძე, ორშულა, ტრუბოჩკინი, კლოუსტერი, კასტრო, ფარულავა, სხირტლაძე, კუხიანიძე, სალუქვაძე.