„დინამომ“ 700-მოგებიანი ბარიერი გადალახა - ყველაზე მეტჯერ ბომბარდირები იაშვილი და ჩისკო გახდნენ #1TVSPORT
„დინამომ“ 700-მოგებიანი ბარიერი გადალახა - ყველაზე მეტჯერ ბომბარდირები იაშვილი და ჩისკო გახდნენ #1TVSPORT

„ლოკომოტივთან“ დედაქალაქურ დერბიში გამარჯვებით (3:2) „დინამო თბილისმა“ ეროვნულ ჩემპიონატში მე-700 მატჩი მოიგო. ეს ყველა გუნდის შედეგს ბევრად აღემატება.

ამ შეხვედრებში გოლები 400-ზე მეტ ფეხბურთელს გაუტანია. დამოუკიდებლობის წლების პირველი ბომბარდირი (1990) გია გურული 23 გოლით გახდა. ყველაზე უხვგოლიანი ბომბარდირი 2006–07 სეზონში სანდრო იაშვილი იყო (27 გოლი), ხოლო ყველაზე ცოტა გოლით გუნდის ბომბარდირი 2016 წელს ოთარ კიტეიშვილი გახდა – 5 გოლი, რადგან მაშინ მოკლე ჩემპიონატი ჩატარდა.

ყველაზე მეტჯერ, 3-ჯერ გუნდის ბომბარდირი ორი მოთამაშე გახდა, ალექსანდრე იაშვილი და ჩისკო მუნიოსი.

ალექსანდრე იაშვილი

1993–94 19 გოლი

1994–95 24

1995–96 26

ჩისკო მუნიოსი

2011–12 15

2012–13 24

2013–14 19

2-ჯერ იყო საუკეთესო მეგოლე მიხეილ აშვეთია (1998–99 -26 გოლი, 1999–00 -12 გოლი)

ქართველების გარდა გუნდის ბომბარდირი მხოლოდ 6-ჯერ იყვნენ ლეგიონერები:

2008–09 ილია სპასოევიჩი 13 (გიორგი მერებაშვილთან ერთად)

2009–10 ჯორჯ აკირემი 11

2011–12 ჩისკო მუნიოსი 15

2012–13 ჩისკო მუნიოსი 24

2013–14 ჩისკო მუნიოსი 19

2021 ზორან მარუშიჩი 21