დინამოელები უელსში ჩაფრინდნენ - მატჩს საქართველოს პირველი არხის youtube-სა და „ფეისბუქის“ გვერდებზე იხილავთ
დინამოელები უელსში ჩაფრინდნენ - მატჩს საქართველოს პირველი არხის youtube-სა და „ფეისბუქის“ გვერდებზე იხილავთ

„დინამო თბილისი“ 17 სექტემბერს უეფას ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში უელსურ „ქონას ქი ნომედს“ დაუპირისპირდება.

დინამოელები ლივერპულში ჩაფრინდნენ, გეზი ჩესტერისკენ აიღეს და სასტუმრო „ქარდენ პარკში“ დაბინავდნენ, ხოლო საღამოს რექსემში, „რეისქურს გრაუნდზე“ ვარჯიში გამართეს.

მასპინძელი მხარის თხოვნით მატჩისწინა პრესკონფერენცია არ შედგა, აქედან გამომდინრე კლუბის მედია სამსახური ჩისკო მუნიოსთან ინტერვიუს ცალკე შემოგთავაზებთ.

დინამოელები ბრიტანეთში 20 ფეხბურთელით იმყოფებიან: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ნოდარ იაშვილი, როდნი კლოუსტერი, საიმონ ბენიო, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, გიორგი პაპავა, გიორგი კუხიანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, გიორგი კუცია, ფილიპ ორშულა, ნოდარ ქავთარაძე, ირაკლი ბუღრიძე, პერნამბუკუ, გიორგი გაბედავა და თორნიკე კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპალიგის შეხვედრა „ქონას ქი ნომედსა“ და „დინამოს“ შორის 17 სექტემბერს გაიმართება. მატჩის ხილვას გულშემატკივარი საქართველოს პირველი არხის youtube-სა და „ფეისბუქის“ გვერდებზე, ასევე „დინამოს“ „ფეისბუქგვერდსა“ და კლუბის საიტზე თბილისის დროით 21:00 საათიდან შეძლებს.