„დინამოები“ თასისთვის ბრძოლას იწყებენ - „ტორპედოსა“ და „დილას“ თამაშები გადადებულია #1TVSPORT
„დინამოები“ თასისთვის ბრძოლას იწყებენ - „ტორპედოსა“ და „დილას“ თამაშები გადადებულია #1TVSPORT

საქართველოში საფეხბურთი სეზონი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მატჩებით 22 ივლისს განახლდა. ეროვნული ლიგის მეორე ეტაპის დაწყებამდე თასის მერვედფინალური შეხვედრებიც გაიმართება.

ამ ეტაპიდან თასის გათამაშებაში ევროტურნირების მონაწილე ოთხივე გუნდი ითამაშებს – „დინამო თბილისი“, ბათუმის „დინამო“, ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“.

29-30 ივლისს დაგეგმილ მატჩებს „ტორპედო“ და „დილა“ გამოტოვებენ. გადაწყდა, რომ ევროთასებზე მონაწილეობის გამო გუნდები თავიანთ მატჩებს სექტემბერში ჩაატარებენ.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი. მერვედფინალური მატჩები:


შაბათი, 29 ივლისი


ქედა. „არჩილ ფარტენაძე არენა“

16:30 | „ბეთლემი“-„კოლხეთი“ (ფოთი)

განმუხური. ცენტრალური სტადიონი

16:30 | „კოლხეთი“ (ხობი)-„სამგურალი

კასპი. ცენტრალური სტადიონი

16:30 | „ირაო“-„მეშახტე“

თბილისი. „მიხეილ მესხი“ 2

20:00 | „ლოკომოტივი“-„დინამო“ (თბ)


კვირა, 30 ივლისი


ბოლნისი. „თამაზ სტეფანია არენა“

16:30 | „სიონი“-„დინამო“ (ბთ)

თელავი. „კავკასიონი არენა“

20:00 | „თელავი“-„საბურთალო“


ხუთშაბათი, 7 სექტემბერი


თბილისი. „სპაერის“ სტადიონი

15:30 | „სპაერი“-„ტორპედო“


სამშაბათი, 12 სექტემბერი


საგარეჯო. ცენტრალური

15:30 | „გარეჯი“-„დილა“