„დინამოდან“ „ტორპედოში“ - ოსიყმაშვილი ქუთაისში იჯარის წესით ითამაშებს #1TVSPORT
„დინამოდან“ „ტორპედოში“ - ოსიყმაშვილი ქუთაისში იჯარის წესით ითამაშებს #1TVSPORT

ლევან ოსიყმაშვილი იჯარის წესით ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს, – ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ლევან ოსიყმაშვილი „ტორპედოს“ ფეხბურთელია! 20 წლის ნახევარმცველი გუნდს უკვე შეუერთდა და საწვრთნელ პროცესშიც აქტიურად ჩაერთო. ის ჩვენს ღირსებას წლის ბოლომდე იჯარის წესით დაიცავს. წარმატებებს ვუსურვებთ ლევანს „ტორპედოს“ დიდ ოჯახში“, – წერია ქუთაისური კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ლევან ოსიყმაშვილმა პროფესიული კარიერა „დინამო თბილისში“ 2022 წელს დაიწყო და პირველივე სეზონში ეროვნულ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, ხოლო მიმდინარე სეზონში – ოთხი. ამის მიუხედავად, მან კლუბის შეცვლა გადაწყვიტა.

ქუთაისის „ტორპედოს“ საყრდენი ნახევარმცველი მას შემდეგ დასჭირდა, რაც მერაბ გიგაური დაშავდა. ეს უკანასკნელი რეაბილიტაციას გადის და, სავარაუდოდ, გუნდს აპრილის ბოლოსთვის დაუბრუნდება.