„დინამოდან“ სლოვაკეთში დაბრუნდა - ორშულა „სენიცაში“ ითამაშებს #1TVSPORT
„დინამოდან“ სლოვაკეთში დაბრუნდა - ორშულა „სენიცაში“ ითამაშებს #1TVSPORT

ფილიპ ორშულა, რომელმაც საქართველო ზაფხულში დატოვა, ახალ კლუბში გადავიდა – „დინამო თბილისის“ ყოფილმა შემტევმა კონტრაქტი სლოვაკურ „სენიცასთან“ გააფორმა.

სლოვაკი თავდამსხმელი საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 2020 წლის ზამთარში დაიმატა. 27 წლის ფეხბურთელს, რომელიც წარსულში „მანჩესტერ სიტის” აკადემიაში იზრდებოდა, (უთამაშია„ტვენტესა” და „უიგანში“) საქართველოში ჩამოსვლა „ჯვაროსნების“ ყოფილმა დამრიგებელმა, ვლადიმირ ვაისმა ურჩია.

თუმცა, ასეთი კარგი წარსულის მიუხედავად, ორშულამ საქართველოში თავი ვერ ან არ გამოავლინა – ორი წლის განმავლობაში თბილისურ კლუბში შვიდი მატჩი ჩაატარა და ეროვნულ ლიგაში გოლის გატანა ვერ მოახერხა. კახა ცხადაძემ დანიშვნის შემდეგ „დინამოდან“ მისი გაშვება გადაწყვიტა.

ფილიპ ორშულას ახალი გუნდი „სენიცა“ შვიდი ტურის შემდეგ 12 ქულით სლოვაკეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და ლიდერს, გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას „სლოვანს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.